26 нояб. 2008 г.

ტრენინგ–კურსის III ნაკადი

ქუთაისში

 29  ნოემბერს  იწყება  ტრენინგ–კურსის  III  ნაკადი.
ტრენინგებს ქუთაისში დაესწრებიან : 19–ე,  23–ე, 27–ე, 28–ე,  30–ე საჯარო სკოლები აგრეთვე ტყიბულის რ. სოფ. გელათის პირველი და წყალტუბოს რაიონის სოფ. გეგუთის  პირველი საჯარო სკოლების პედაგოგები.
ტრენინგები ჩატარდება ქუთაისის 25–ე საჯარო სკოლაში.
მისამართი: ზ. ანჯაფარიძის ქ. №120


23 нояб. 2008 г.

დამთავრდა მეორე ნაკადის ტრენინგ–კურსი


დამთავრდა კიდევ  ერთი კურსი.  ტრენინგის მონაწილეების მიერ შეიქმნა 14 საცდელი პროექტი. მიმდინარეობს GEARN პროექტებზე მუშაობა.




5 нояб. 2008 г.

საქართველოს საჯარო სკოლების ისტ მენეჯერებისა და საგნის პედაგოგების ერთობლივი გადამზადების პროექტის ახალი ნაკადი

პირველ ნოემბერს დაიწყო ტრენინგ-კურსის მეორე ნაკადი . ტრენინგებს თბილისის 63-ე საჯარო სკოლაში ატარებენ:
პაატა პაპავა (იხ. ფოტოალბომი)
თამუნა ანთაძე და ლელა აბაშიძე
ტრენინგებს ესწრებიან 55–ე , 64–ე, 65–ე, 75–ე, 82–ე, 90–ე, 94–ე, მე–100 , 102–ე, 107–ე, 117–ე, 124–ე, 128–ე, 130–ე, 133–ე, 136–ე საჯარო სკოლების პედაგოგები.

21 окт. 2008 г.

დამთავრდა ისტ მენეჯერებისა და საგნის პედაგოგების ერთობლივი გადამზადების პროექტის პირველი ნაკადი

19 ოქტომბერს დამთავრდა საქართველოს საჯარო სკოლების ისტ მენეჯერებისა და საგნის პედაგოგების ერთობლივი გადამზადების პროექტის პირველი ნაკადი. ტრენინგებს თბილისის 146–ე საჯარო სკოლაში ესწრებოდნენ თბილისის 103–ე, 118–ე, 123–ე, 126–ე, 137–ე, 140–ე, 142–ე და 146–ე საჯარო სკოლების წარმომადგენლები.

12 окт. 2008 г.

ტრენინგ–კურსის II ეტაპი


მეორე დღე – 12.10.2008

ტრენინგის მონაწილეენი გაეცნენ ბლოგის სტრუქტურას, დანიშნულებას და საგანმანათლებლო საქმიანობაში მისი გამოყენებას უპირატესობას . დამოუკიდებლად შექმნეს ბლოგი და მოახდინეს რედაქტირება.


11 окт. 2008 г.

ტრენინგ–კურსის II ეტაპი

პირველი დღე – 11.10.2008

ტრენინგის მონაწილეებმა შეიმუშავეს საშინაო დავალების ელექტრონული ანგარიში. შემაჯამებელი დისკუსიის შემდეგ შექმნეს ჯგუფები, მიმოიხილეს GEARN პროექტები და გამართეს პრეზენტაციები.

10 окт. 2008 г.


ძვირფასო პედაგოგებო და საიტის სტუმრებო

ეს ბლოგი შექმნილია 2008 წლის ოქტომბრის თვეში, ქ. თბილისის №146–ე საჯ სკოლაში მიმდინარე ტრენინგის მონაწილე პედაგოგებისათვის. ასევე მათვის ვინც დაინტერესდება GEARN-ის პროექტებით. ტრენინგ კურსი მიმდინარეობს ფონდი ირმის ნახტომის პროექტის "საქართველოს საჯარო სკოლების ისტ მენჯერებისა და საგნის პედაგოგების ერთობლივი გადამზადების პროგრამის" ფარგლებში.
ბლოგზე ასევე იხილავთ თბილისის 63–ე საჯ სკოლაში GEARN–ის პროექტებზე მუშაობის ამსახველ მასალებს.